სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
სრული აღწერა
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება თბილისში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:
- პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა;
- თეორიული ტრენინგი-1 თვე;
- პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე;
- პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
- სავალდებულო გამოცდები;
- პროგრამა ანაზღაურებადია
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაობა განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის
- გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა:17 ნოემბერი, 2026 წელი
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
