სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული ორშ–პარ 10:00 სთ - 18:00 სთ, შაბათი 10:000- 14:00 სთ
სრული აღწერა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
პოზიცია - სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი;
- ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული;
- ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი;
- ავტომანქანის იჯარა;
- გრაფიკი: სრული ორშაბათი -პარასკევი 10:00 სთ - 18:00 სთ, შაბათი 10:000- 14:00 სთ.
ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
- კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
- მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
- ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი);
- ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
- პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია.
- სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
- ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
- წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
- კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება.
შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად.
უნარები:
- გუნდურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს ორგანიზება;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი".
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
