სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი
თბილისი, საქართველო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის რეგისტრაციის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- სერვისცენტრის გარე პერიმეტრზე მომხმარებელთა სატრანსპორტო საშუალებების მიღება, მათთან კომუნიკაციის დაწყება და ძირითადი საჭიროებების იდენტიფიცირება;
- მომხმარებლისთვის სერვისის პროცესის განსაზღვრული დროის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის პროგრამული რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში და ყველა საჭირო მონაცემის სწორად დაფიქსირება;
- სერვისის მიმდინარეობისას მომხმარებელთან რეგულარული კომუნიკაცია, დამატებითი საჭიროებების ან ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციის დროული გაცვლა;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

