სერვისის მრჩეველი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:00
- ბენეფიტები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- მისამართი
- ქ. გარდაბანი, მარტყოფი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან)
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, მარტყოფი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან)
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
- სამუშაო პროგრესის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
- მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
- პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა მომხმარებლისთვის (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
- ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურისის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- თავაზიანი, კეთილგანწყობილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

