სერვისის მრჩეველი
- ქალაქი
- ვაკის ფილიალი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის მრჩეველის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- მომხმარებლების მიღება, საჭიროებების იდენტიფიცირება და მომსახურების პროცესის მართვა;
- სერვისების, პროდუქტებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გაყიდვების განხორციელება და დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
- სერვისის განაცხადების, სამუშაო შეკვეთებისა და მომსახურების პროცესის კოორდინაცია;
- ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა და სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- მომხმარებლის ინფორმირება შესრულებული სამუშაოების შესახებ და ავტომობილის/პროდუქტის ჩაბარების ორგანიზება;
- SAP/ERP სისტემაში მომხმარებლების, მომსახურებებისა და გაყიდვების მონაცემების აღრიცხვა;
- ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- გადახდების, საგარანტიო შემთხვევებისა და პროდუქციის დაბრუნების პროცესების ადმინისტრირება;
- შეკვეთების კოორდინაცია ფილიალებთან და საწყობებთან ;
- კორპორატიულ კლიენტებთან და სპეციალურ პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომხმარებლის უკუკავშირის მართვა, პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- კომპანიის მომსახურების, საოპერაციო და ადმინისტრაციული სტანდარტების დაცვა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- სასურველია, ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
- რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვისის მრჩეველი, ვაკის ფილიალი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

