The Body Shopსერვისის კონსულტანტი
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-17:00 ან 15:00-22:00 · 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება
სრული აღწერა
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
"The Body Shop" ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდია. დღეს საქართველოში The Body Shop - ის 7 მაღაზიაა წარმოდგენილი.
„The Body Shop "-ის მაღაზიაში ვეძებთ გუნდის წევრს სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.
- სამუშაო საათები: 10:00-17:00 ან 15:00-22:00;
- სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება;
- ლოკაცია: ბათუმი, 28 ზურაბ გორგილაძის ქუჩა.
ჩვენი ვაკანსია განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
- მოგწონს და გაინტერესებს თავის მოვლის საშუალებები;
- ფიქრობ, რომ კომუნიკაციები შენი ძლიერი მხარეა;
- საუბრობ უცხო ენებზე.
შენი ამოცანა იქნება:
- მაღაზიის დარბაზში თავის მოვლის საშუალებების რეალიზაციაზე ზრუნვა;
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
- დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.
- შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;
- მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;
- ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბოდი შოპი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბოდი შოპი - სერვისის კონსულტანტი, ქალაქში - ბათუმი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
