სერვისის კონსულტანტი
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
- სამუშაო გრაფიკი
- 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება · 10:00-17:00 ან 15:00-22:00
სრული აღწერა
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
"Allain Afflelou" - არის ფრანგული ლიდერი ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს ოპტიკურ ბიზნესში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში 1400-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. საქართველო მე- 20 ქვეყანაა. ამჟამად, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია "აფლელუ პარიზის" 4 დამოუკიდებელი მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სრულ ოპტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
"Afflelou Paris" -ის მაღაზიაში ვეძებთ გუნდის წევრს "სერვისის კონსულტანტის" პოზიციაზე.
- სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი", ვ. ფშაველას ქ. #70;
- სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება;
- სამუშაო საათები: 10:00-17:00 ან 15:00-22:00.
ჩვენი ვაკანსია განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
- მოგწონს და გაინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ოპტიკური ხაზი;
- გაქვს მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
- გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია;
- ფიქრობ, რომ კომუნიკაციები შენი ძლიერი მხარეა;
- საუბრობ უცხო ენებზე.
შენი ამოცანა იქნება:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის / ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
- პროდუქციის მოწესრიგება და მათი განთავსება კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით.
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.
- შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;
- მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;
- ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
აფლელუ პარიზი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აფლელუ პარიზი - სერვისის კონსულტანტი,
ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

