სერვისის განვითარების სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
თეგეტა მოტორსში, სერვისის განვითარების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- სერვისთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვისა და დანერგვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი, პროგრესის შეფასება და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება და განახლება;
- ბრენდების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- ბრენდების სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, თანამშრომელთა ტრენინგების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
- პროექტებთან და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესში გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
- პროექტების დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
- რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადების კარგი უნარი;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, განსაკუთრებით სამუშაო კომუნიკაციისა და პროფესიული ინფორმაციის გაცნობის დონეზე.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვისის განვითარების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

