სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის გუნდში სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- ბიზნესპროცესის შესაბამისად მომსახურების პროცესის წარმართვა:
- მომსახურების შესახებ განაცხადის გახსნა ინფორმაციის დეტალური მითითებით და სერვისისთვის გადაცემა;
- სერვისის მხრიდან სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადის დახურვა, შენიშვნების გადამოწმება;
- სერვისის პერსონალისთვის საჭირო ტექნიკური დავალების ამობეჭდვა მწარმოებლის მხრიდან ე.წ. რიქოლის ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში;
- ჩატარებული/ჩასატარებელი სამუშაოს წინასწარი და საბოლოო დეფექტური აქტის შედგენა, მიღება/ჩაბარების აქტის შედგენა, ინვოისის შედგენა;
- სამუშაო ადგილის და გარშემო სივრცის მოწესრიგებულობის კონტროლი;
- პოზიციის შესაბამისი ტრენინგების გავლა შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია საავტომობილო სფეროში);
- საოფისე პროგრამებთან (MS Office) მუშაობის საბაზისო უნარები;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების უნარი;
- განაცხადების რეგისტრაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის პასუხისმგებლობა;
- საავტომობილო სერვისში ან ტექნიკური მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასაგებად.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა თრაქ ენდ ბას" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვისის აღრიცხვის ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

