სერვისების მართვის დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სერვისების მართვის დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) უზრუნველყოფს გასაცემი და გაცემული სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე სერვისების პასპორტებისა და კატალოგის ფორმირებასა და უწყვეტ განახლებას;
ბ) ახორციელებს არსებული სერვისების გაუმჯობესების ან/და ახალი სერვისების დანერგვის მიზნით ბიზნესპროცესების ანალიზს და მომსახურების პროცედურების აღწერილობების მომზადებას;
გ) მონაწილეობს სერვისების დანერგვისა და განვითარების პროცესში, მათ შორის მომსახურების პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, ტექნიკური მოთხოვნებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში;
დ) უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოთხოვნებისა და მოლოდინების კვლევას ახალი სერვისების იდენტიფიცირებისა და არსებული სერვისების განვითარების მიზნით;
ე) მონაწილეობს ახალი სერვისების გაშვებამდე მათი ფუნქციონალისა და მომხმარებლის ინტერფეისის წინასწარი ტესტირების პროცესში;
ვ) მონაწილეობს სერვისების დანერგვის პროცესის ორგანიზებაში, მათ შორის საპილოტე პროექტების განხორციელებისა და შეფასების პროცესების მხარდაჭერაში;
ზ) უზრუნველყოფს ეფექტიან კომუნიკაციასა და კოორდინაციას შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამუშაო შეხვედრების, ინტერვიუებისა და კონსულტაციების ორგანიზებას;
თ) უზრუნველყოფს ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვის პროცესში თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო ინსტრუქციების, მითითებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ტრენინგების ჩატარებაში;
ი) ახორციელებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის, ინოვაციური მიდგომებისა და სერვისების განვითარების თანამედროვე ტენდენციების კვლევას და აფასებს მათ ორგანიზაციასთან თავსებადობას;
კ) მონაწილეობს სერვისების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
ლ) ახორციელებს სერვისების მიწოდების დინამიკის ანალიზს, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და შესაბამისი წინადადებების უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
მ) უზრუნველყოფს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების, სერვისების განვითარების მიმართულებით ანალიტიკური დოკუმენტებისა და პრეზენტაციების მომზადებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ბიზნესის ადმინისტრირება და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან ფინანსები და/ან სამართალი და/ან ეკონომიკა
სასურველი კომპიუტერული პროგრამის ცოდნა:
- Jira.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
ახალი სერვისების ან/და პროდუქტების ან/და პროგრამების დანერგვისა ან/და პროექტების მართვის მიმართულებით – 2 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
