სერვისების მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სერვისების მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს ორგანიზაციაში ერთიანი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის პროცესში და უზრუნველყოფს მისი ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას;
ბ) მონაწილეობს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის შემუშავებისა და განახლების პროცესში;
გ) ახორციელებს მომსახურების მიწოდების პროცესებზე დაკვირვებას, უზრუნველყოფს გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს და წარუდგენს უშუალო ხელმძღვანელს;
დ) ახორციელებს სამუშაო პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე სტანდარტული საოპერაციო პროცედურის დოკუმენტების (SOP) შემუშავებას;
ე) მონაწილეობს საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ელექტრონული სისტემების/პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში;
ვ) ახორციელებს არსებული სისტემების/პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო ცვლილებების ინიცირებას, ცვლილებების პროექტის მომზადებას და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
ზ) მონაწილეობს ინციდენტების მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში;
თ) ახორციელებს საოპერაციო პროცესებში დაფიქსირებული პროგრამული და ტექნიკური ხარვეზების დროულ იდენტიფიცირებას, ანალიზს, უზრუნველყოფს გადაწყვეტის გზების შესახებ შესაბამისი ბიზნეს-ამოცანების ჩამოყალიბებას და უფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ი) უზრუნველყოფს სააგენტოს სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებისთვის, საჭიროებისამებრ, სამუშაო ინსტრუქციებისა და მითითებების მომზადებას და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიწოდებას;
კ) ახორციელებს მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, ტენდენციების ანალიზს და რეკომენდაციების მომზადებას.
ლ) უზრუნველყოფს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების, სერვისების განვითარების მიმართულებით ანალიტიკური დოკუმენტებისა და პრეზენტაციების მომზადებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ბიზნესის ადმინისტრირება და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან ფინანსები და/ან სამართალი და/ან ეკონომიკა და/ან სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით.
სასურველი პროფესიული ცოდნა:
- ხარისხის მართვის საბაზისო პრინციპების ცოდნა.
საურველი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- BI - Business Intelligence, Jira.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
სავალდებულო: საოპერაციო პროცესების კოორდინირების ან/და მომსახურების ხარისხის შეფასების მიმართულებით – 2 წელი.
სასურველი: ტრენინგის / ინსტრუქტაჟის ჩატარების მიმართულებით.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
