სერვის კურიერი - დღის ცვლა
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 14:00 სთ - 20:00 სთ, კვირაში 5 დღე
- მთავარი მოთხოვნა
- დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა
სრული აღწერა
18-09-2026 - 19-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს სერვის კურიერს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: 14:00 სთ - 20:00 სთ, კვირაში 5 დღე;
- საშუალო თვიური ანაზღაურება: 1300 ლ;
- ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 150 ლარი;
- საწვავით უზრუნველყოფა;
- მობილური ლიმიტი.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- საიტზე არსებული სხვადასხვა მიწოდების სერვისის გათვალისწინებით ამანათების ჩაბარება;
- საკურიერო მომსახურების განხორციელებისას კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა;
- გზავნილის დროულად მიწოდება ადრესატთან, არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში კომპანიის მიერ დაწესებული ტექსტით შეტყობინების გაგზავნა მომხმარებელთან;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მიწოდების სერვისით ამანათის ჩაბარებისას, მომხმარებელთან დალოდება და ბანკის ტერმინალების გამოყენაბა;
- გასაცვლელი/დასაბრუნებელი პროდუქციის ოპერაციულ გუნდთან დაბრუნება;
- საკურიერო მომსახურების ჯეროვნად შესრულებისთვის ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელის კოორდინირებით შეკვეთების ჩაბარების უზრუნველყოფა.
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კურიერის პოზიციაზე დღის ცვლაში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

