სექციის მენეჯერი
- მისამართი
- ს/ც "ისთ ფოინთი", მაღაზია "Orchestra"
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება)
სრული აღწერა
17-11-2026 - 18-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“.
Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.
20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);
- სამუშაო ადგილი: ს/ც "ისთ ფოინთი", მაღაზია "Orchestra".
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- გაყიდვების მართვა: სექციის გაყიდვების გეგმის შესრულება, ყოველდღიური შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ნაბიჯების დაგეგმვა;
- KPI-ების მართვა: UPT, ATV, კონვერსია (CR%) და სხვა კომერციული მაჩვენებლების მონიტორინგი, გუნდის პროდუქტიულობის ზრდა;
- ასორტიმენტის ანალიზი: კვირეული რეპორტებით Top, Bottom და Zero Sales პროდუქციის ანალიზი და გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;
- სავაჭრო სივრცის მართვა: სექციის კომერციული პრიორიტეტების განსაზღვრა და პროდუქციის ეფექტიანი განთავსება;
- VM სტანდარტები: პროდუქციის კომერციულად სწორი პრეზენტაცია და VM გუნდის რეკომენდაციების შესრულება;
- პროდუქციის ხელმისაწვდომობა: მოთხოვნადი მოდელებისა და ზომების მონიტორინგი, რიფლენიშმენთის პრიორიტეტების შეთანხმება საოპერაციო მენეჯერთან;
- გუნდის მართვა: ინდივიდუალური მიზნების დასახვა, სამუშაო ზონებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, შესრულების კონტროლი და რეგულარული უკუკავშირი;
- გუნდის განვითარება: პროდუქტის ცოდნის, გაყიდვის ტექნიკისა და მომსახურების სტანდარტების სწავლება, ყოველდღიური ქოუჩინგი;
- მომხმარებლის გამოცდილება: აქტიური მომსახურება, საჭიროებების გამოვლენა, სწორი პროდუქციის შეთავაზება და დამატებითი გაყიდვები;
- სექციის სტანდარტები: სავაჭრო დარბაზის წესრიგის, სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების ყოველდღიური კონტროლი;
- კომერციული ინიციატივები: გაყიდვების ზრდისა და სექციის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საბავშვო პროდუქციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება);
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება


