საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-განყოფილების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, YouTube, X, Web, Tik-Tok) გვერდების ყოველდღიური ადმინისტრირების, განახლებისა და განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
-სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებელი ტექსტური, ფოტო, ვიდეო და გრაფიკული კონტენტის მომზადების პროცესის ხელმძღვანელობა, კონტენტის კალენდრის წარმოებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
-მომხმარებელთა და საზოგადოების შეტყობინებებსა და კომენტარებზე ოპერატიული უკუკავშირის უზრუნველყოფა, კომუნიკაციის პროფესიული სტანდარტებისა და პროტოკოლური ნორმების მკაცრი დაცვა;
-სოციალურ ქსელებსა და ციფრულ არხებში მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტის მართვა, გაშვება და ოპტიმიზაცია; სამიზნე აუდიტორიების (Targeting) განსაზღვრა და შესაბამისი ციფრული აქტივობების კოორდინაცია;
-საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საიმიჯო ვიდეორგოლებისა და ციფრული ბანერების იდეების გენერირება, შექმნის პროცესის მართვა;
-ოფიციალური ღონისძიებებისა და პროექტების ოპერატიული ციფრული გაშუქების (Live-სტრიმინგი, Story-ფორმატები) უზრუნველყოფა;
-ციფრულ არხებში ცნობადობისა და აუდიტორიის ჩართულობის (Engagement) მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი; ყოველთვიური და კვარტალური ანალიტიკური ანგარიშების (Reach, Engagement) მომზადება და სერვისების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
-ციფრული კომუნიკაციების სფეროში ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და გლობალური ტრენდების მუდმივი კვლევა, ანალიზი და განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ეფექტიანი დანერგვა;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
-განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება; დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);
- საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
-აუცილებელია: საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
