საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
საქპატენტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მომხმარებლებსა და განმცხადებლებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მიეწოდოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება. ცხადია, ეს ამოცანა მიიღწევა უწყების პერსონალის საქმისადმი თავდადებისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით.
საქპატენტი ზრუნავს კომფორტული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა კეთილდღეობას, თანამშრომლობასა და ინოვაციური მუშაობის სტილს.
უწყებისთვის კომპეტენტური და მოტივირებული კადრების შენარჩუნებასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალი თაობის პროფესიონალების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ინტელექტუალურის საკუთრების სფეროს შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა;
- საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის მომზადებაში და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების პროცესის მართვაში მონაწილეობა, ინტერვიუების, პრეს-კონფერენციებისა და მედიაბრიფინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- საქპატენტში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება, საინფორმაციო კამპანიების წარმოებაში მონაწილეობა;
- ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სხვადასხვა პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების მუდმივი მონიტორინგი;
- საქპატენტის ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და მართვა;
- ფოტო და საჭიროების შემთხვევაში ვიდეომასალის გადაღების უზრუნველყოფა და არქივის წარმოება;
- საქპატენტის საქმიანობის შესახებ რეკლამების, საინფორმაციო ბუკლეტების, ბანერების, საგაზეთო სტატიების და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა;
- საქპატენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის ან/და ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;
- საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ”;
- საქართველოს კანონი “რეკლამის შესახებ”;
- საქართველოს საპატენტო კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. #5
საკონტაქტო ტელეფონები:
577111685
საკონტაქტო პირი:
ნანა პაპავა
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებით: ჰუმანიტარული (ჟურნალისტიკა ან ფილოლოგიური)/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მასობრივი კომუნიკაცია/მარკეტინგი, სოციალური მეცნიერებები;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის/საკომუნიკაციო/მარკეტინგის/ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- წერილების, ანგარიშების მომზადების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს საქპატენტის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − 2) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).
- აღნიშნულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს, ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
