საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ინვესტიციების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ – ინვესტიციების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია და პოტენციური თუ არსებული ინვესტორებისთვის ინფორმაციული, საკონსულტაციო და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ეფექტიან თანამშრომლობას, საინვესტიციო პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, ასევე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას.
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
28.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
•სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
•მედიასთან ურთიერთობა, პრესრელიზების, განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
•სააგენტოს საქმიანობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;
•მედიააქტივობების, პრესკონფერენციებისა და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება;
•მედიისა და საზოგადოების ინტერესების/უკუკავშირის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;
•სააგენტოს ვებგვერდისა და სოციალური მედიისთვის საინფორმაციო კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა;
•დეპარტამენტის სხვა საკომუნიკაციო პროექტებსა და კამპანიებში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 16 ივლისის №1-1/263 ბრძანება;
- საქართველოში მოქმედი საინვესტიციო კანონები, სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები; (წყარო: economy.ge; mof.ge)
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N18;
საკონტაქტო ტელეფონები:
599859959
საკონტაქტო პირი:
ფიქრია რეხვიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
- მოლაპარაკებების წარმართვა;
- წერილების/ანგარიშების მომზადება;
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა:
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:
- აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.
- აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობაში აღნიშნულ პოზიციაზე.
- ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს ვაკანსიასთან დაკავშირებული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგები/სხვა მიღწევები) და/ან განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კანდიდატთა საყურადღებოდ:
- დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
- კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.
- კანდიდატთა შეფასებისას, იდენტური ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
დამსაქმებლის შესახებ
კომპანიის ვებსაიტიმეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
