საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 464 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1464 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- კვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილესათვის;
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- კოლეჯის (სამივე ფილიალის) ვებ-გვერდისა და სოციალური გვერდის მართვა/ადმინისტრირება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება ქსელის ადმინისტრატორთან შეთანხმებით.
- ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის საშუალებით თემატური გამოკითხვების წარმოება;
- კოლეჯის (სამივე ფილიალის) საქმიანობის რეკლამირება, სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, ტექსტური და სხვა სახით ინფორმაციები) დამზადება უზრუნველყოფა
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან (ტელევიზია, პრესა, ონლაინ მედია, რადიო და სხვ.), მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანი კონტაქტების დამყარება;
- საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება ჩასატარებელი შეხვედრების, ვიზიტების და სხვა საქმიანი თუ სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით. ღონისძიების გეგმისა და დღის წესრიგის მომზადება; ღონისძიების სივრცის მომზადება; საჭირო მასალების შეგროვება; მონაწილეების ინფორმირება ღონისძიების ჩატარების დროის, ადგილის, დღის წესრიგის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში თვალსაჩინო აგიტაციითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.
- ღონისძიებების, შეხვედრების, კოლეჯის (სამივე ფილიალის) საქმიანობის (მათ შორის სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობების) ფოტო-ვიდეო გადაღება, დამუშავება , დაარქივება, საპრეზენტაციოდ მომზადება და კოლეჯის ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარება (დირექტორთან შეთანხმებით);
- კოლეჯის მიერ შექმნილი ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ელექტრონული ანგარიშები, მისალოცი ბარათები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის შემუშავება;
- თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე კოორდინაციის გაწევა კოლეჯის წინამძღვრიანთკარის, სტეფანწმინდისა და თიანეთის ფილიალების საქმიანობისთვის.
- საკუთარ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის მოგვარება, შესაძლებლობის ფარგლებში;
- ჩასატარებელი სამუშაოების გეგმის შემუშავება და მუშაობის ყოველი თვის ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის;
- პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
- პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად სპეციალობების მიხედვით, დარგობრივი სტენდების მოწყობასა და განთავსებაზე აუდიტორიებსა და ჰოლში.
- აწარმოებს საარქივო ჩანაწერებს ვიდეო ფოტო მასალების დისკზე გადატანით.
- ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
- სხვა საქმიანობა, რაც განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან დასაქმებულთან შეთანხმებული თანამდებობრივი ინსტრუქციით,
- იცავს კოლეჯის შინაგანაწესს.
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმანობის განხორციელება,რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
პასუხისმგებელია: საზოგადოებასთან ურთიერთობაზე კოლეჯის საქმიანობის შესახებ და კოლეჯის ცნობადობის გაზრდაზე.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი’’;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
- საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო;
- საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინა განაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ: წინამძღვრინთკარი, წინამძღვრიშვილის ქ N2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს სასურველია ჰქონდეს :
ა) 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ან განათლების სფეროში;
ბ) კვალიფიკაცია -საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ან/ ჰუმანიტარული მეცნიერებები, ან/ საზოგადოებრივი ურთიერთობები; ან/ და საერთაშორი ურთიერთობები;
გ) სოციალური გვერდების მართვის გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
