საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი
- ქალაქი
- ქ. ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული გრაფიკი
- კატეგორია
- ზოგადი ტექნიკური პერსონალი
სრული აღწერა
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!
"ბეკო" აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი
ზოგადი მოთხოვნები:
- პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა "B" მექანიკა
ძირითადი მოვალეობები:
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის (სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, გამათბობლის ...) ელექტრო ან მექანიკური დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა;
- ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მეილზე HR@technoshop.ge
შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge
ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
