Travelfy
ადმინისტრაციასავიზო მომსახურების მენეჯერი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
სრული აღწერა
ტურისტული კომპანია "Travelfy" აცხადებს ვაკანსიას სავიზო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
- სხვადასხვა ქვეყნის სავიზო განაცხადების მომზადება და შევსება;
- სავიზო მოთხოვნებისა და პროცედურების მოძიება და მუდმივი გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში;
- კლიენტის დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და სისტემატიზაცია;
- დოკუმენტების შესაბამისობისა და სისწორის დეტალური კონტროლი;
- განაცხადების, დოკუმენტაციისა და მონაცემების ინგლისურ ენაზე დამუშავება;
- საელჩოებისა და სავიზო ცენტრების ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა;
- ვიზიტებისა და ბიომეტრიისთვის საჭირო პროცედურების ორგანიზება;
- განაცხადების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
- კლიენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- შიდა ბაზებისა და სამუშაო ფაილების წარმოება/განახლება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1;
- ინგლისურენოვანი ოფიციალური დოკუმენტებისა და ინსტრუქციების თავისუფლად წაკითხვისა და გააზრების უნარი;
- ძლიერი საოპერაციო და ადმინისტრაციული უნარები;
- განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ;
- დოკუმენტებთან და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- ვადებისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი;
- დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სავიზო განაცხადებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტურიზმის სფეროში გამოცდილება;
- საერთაშორისო დოკუმენტაციასთან ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - hr@travelfy.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
