იბერია სტარ გრუპისავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს ,,იბერია სტარ გრუპი" აცხადება ვაკანსიას: სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კომპანიის მართვაში არსებული სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაზე, ობიექტის გამართულ ფუნქციონირებაზე, საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობაზე, მოიჯარეებთან ურთიერთობის კოორდინაციაზე, მომსახურების ხარისხზე, შიდა წესების დაცვასა და კომპანიის ინტერესების დაცვაზე.
მთავარი ადმინისტრატორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით, დამტკიცებული ბიუჯეტით, შიდა დებულებებით, ხელშეკრულებებითა და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მთავარი ადმინისტრატორი უშუალოდ ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წინაშე.
მთავარი ადმინისტრატორი კოორდინაციას უწევს სავაჭრო ცენტრის დაცვის, დასუფთავების, ტექნიკური მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა მომსახურე პერსონალის საქმიანობას იმ ფარგლებში, რომელიც მისთვის მინიჭებულია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურით.
მთავარი ადმინისტრატორი არ იღებს კომპანიის სახელით ფინანსურ, სახელშეკრულებო ან სხვა ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც სცდება მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილება
თანამდებობის ძირითადი მიზანი:
- მთავარი ადმინისტრატორის ძირითადი მიზანია სავაჭრო ცენტრის შეუფერხებელი, უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომერციულად ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, მოიჯარეების კმაყოფილების გაზრდა და კომპანიის ქონებისა და შემოსავლების დაცვა.
მისი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს შემდეგი შედეგების მიღწევისკენ:
- სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების გამართული მართვა;
- მოიჯარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- თავისუფალი კომერციული ფართების ათვისების პროცესის მხარდაჭერა;
- საერთო სივრცეების, ტექნიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- ხარჯების კონტროლი და გაუმართლებელი დანახარჯების შემცირება;
- უსაფრთხოების, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ზუსტი და დროული ანგარიში.
სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური მართვა:
მთავარი ადმინისტრატორი ვალდებულია:
- უზრუნველყოს სავაჭრო ცენტრის გახსნის, მუშაობისა და დახურვის პროცესების ორგანიზება დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
ყოველდღიურად შეამოწმოს სავაჭრო ცენტრის საერთო მდგომარეობა, მათ შორის:
- მთავარი და მეორეული შესასვლელები;
- ჰოლები, დერეფნები და საერთო სარგებლობის სივრცეები;
- კიბეები, ლიფტები და ესკალატორები;
- სანიტარიული კვანძები;
- პარკირების და მიმდებარე ტერიტორია;
- განათება, საინფორმაციო ნიშნები და მომხმარებელთა გადაადგილების მარშრუტები;
- სახანძრო გასასვლელებისა და ტექნიკური სივრცეების ხელმისაწვდომობა.
- გამოავლინოს არსებული ხარვეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება შესაბამისი სამსახურის ან პასუხისმგებელი პირის ჩართვით.
- შეამოწმოს, რომ სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათებში საერთო სივრცეები იყოს მოწესრიგებული, განათებული, სუფთა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო.
- უზრუნველყოს ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესახებ მოიჯარეებისა და მომსახურე პერსონალის დროული ინფორმირება.
- ორგანიზება გაუწიოს სამუშაო პროცესს ისე, რომ ტექნიკურმა მომსახურებამ, საქონლის მიღებამ, დასუფთავებამ და სხვა დამხმარე საქმიანობამ მინიმალურად შეაფერხოს მომხმარებლებისა და მოიჯარეების საქმიანობა.
- შეინარჩუნოს ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ხელმძღვანელობას შესაბამისი ანგარიში.
მოიჯარეებთან ურთიერთობა და ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი:
- მთავარი ადმინისტრატორი წარმოადგენს კომპანიის ძირითად საკონტაქტო პირს სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებისთვის, ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ფარგლებში.
ვალდებულია:
- აწარმოოს მოიჯარეების საკონტაქტო მონაცემების განახლებული რეესტრი;
- იცოდეს თითოეული მოიჯარის მიერ დაკავებული ფართის მდებარეობა, საქმიანობის პროფილი და სამუშაო საათები;
- კოორდინაცია გაუწიოს მოიჯარეების ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მოგვარებას;
- მიიღოს და აღრიცხოს მოიჯარეების განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები;
- განსაზღვროს პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირი და აკონტროლოს შესრულების ვადები;
- მოიჯარეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების, ტექნიკური შეფერხებების, სამუშაო საათების ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
- ხელი შეუწყოს მოიჯარეებსა და კომპანიის მომსახურე პერსონალს შორის საქმიან კოორდინაციას.
- აკონტროლოს, რამდენად შეესაბამება მოიჯარეების საქმიანობა მათთვის გამოყოფილი ფართის დანიშნულებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
- დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ჩანაწერი ან აქტი, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას და იმოქმედოს კომპანიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.
აკონტროლოს მოიჯარეების მიერ საერთო სივრცეების გამოყენება, მათ შორის:
- საქონლისა და ინვენტარის განთავსება;
- სარეკლამო კონსტრუქციებისა და აბრების განლაგება;
- საქონლის მიღებისა და გატანის ორგანიზება;
- ნარჩენების შეგროვება და გატანა;
- საერთო სივრცეების სისუფთავე;
- სახანძრო და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
- არ შეცვალოს მოიჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობები, არ მისცეს ქირის შეღავათი და არ დადოს ახალი ხელშეკრულება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
კომერციული ფართების დატვირთვა და გაქირავების პროცესის მხარდაჭერა:
მთავარი ადმინისტრატორი მონაწილეობს სავაჭრო ცენტრის კომერციული ფართების ეფექტიანად გამოყენებისა და თავისუფალი ფართების ათვისების პროცესში.
ვალდებულია:
- აწარმოოს თავისუფალი და დაკავებული ფართების განახლებული რეესტრი;
- აღრიცხოს ფართების ზომები, მდებარეობა, დანიშნულება და ტექნიკური შესაძლებლობები;
- შეაგროვოს ინფორმაცია პოტენციური მოიჯარეების მოთხოვნებისა და სავაჭრო ცენტრისთვის საინტერესო ბიზნესსეგმენტების შესახებ;
- პოტენციურ მოიჯარეებს გააცნოს ობიექტის ინფრასტრუქტურა, საერთო პირობები და ფართების ტექნიკური მახასიათებლები;
- ორგანიზება გაუწიოს ფართების დათვალიერებას კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით;
- მოამზადოს ინფორმაცია ფართის მდგომარეობის, კომუნიკაციების, საჭირო სარემონტო სამუშაოებისა და გადაცემისთვის მზადყოფნის შესახებ;
- მოიჯარეებისგან მიღებული კომერციული მოთხოვნები და შეთავაზებები გადასცეს ხელმძღვანელობას;
- ითანამშრომლოს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის პასუხისმგებელ პირთან.
- პერიოდულად შეაფასოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი საქმიანობის სფეროების მრავალფეროვნება და ხელმძღვანელობას წარუდგინოს მოსაზრებები იმ კატეგორიებზე, რომელთა დამატებაც მომხმარებლებისთვის მიმზიდველობას გაზრდის.
- დამოუკიდებლად არ განსაზღვროს ქირის განაკვეთი, საშეღავათო პერიოდი ან სხვა კომერციული პირობა, თუ ასეთი უფლებამოსილება წერილობით არ აქვს მინიჭებული.
ფინანსური და ადმინისტრაციული კონტროლი:
მთავარი ადმინისტრატორი მონაწილეობს სავაჭრო ცენტრის საოპერაციო ხარჯების კონტროლში და ხელმძღვანელობას აწვდის საჭირო ინფორმაციას.
ვალდებულია:
- აღრიცხოს საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ხარჯები;
- გააკონტროლოს დასუფთავების, დაცვის, ტექნიკური მომსახურების, ნარჩენების გატანისა და სხვა მომსახურებების შესრულება;
- შეამოწმოს მიღებული მომსახურების შესაბამისობა შეთანხმებულ მოცულობასთან;
- მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაცია ან აქტი, კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
- გამოავლინოს გაუმართლებელი ხარჯები და წარადგინოს მათი შემცირების წინადადებები;
- აღრიცხოს ქონების დაზიანებით ან ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ხარჯები;
- ხელმძღვანელობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებმაც შესაძლოა ფინანსური ზიანი გამოიწვიოს.
თუ ქირის, მომსახურების საფასურის ან სხვა გადასახდელების ადმინისტრირება მას აქვს დაკისრებული, ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი აღრიცხვა და გადახდის ვადების მონიტორინგი.
გადახდის დაგვიანების ან დავალიანების გამოვლენისას აცნობოს ფინანსურ სამსახურსა და ხელმძღვანელობას და იმოქმედოს დამტკიცებული პროცედურის ფარგლებში.
არ მიიღოს ნაღდი ფული ან სხვა გადახდა კომპანიის სახელით, თუ ამისთვის შესაბამისი უფლებამოსილება და აღრიცხვის პროცედურა არ გააჩნია.
ტექნიკური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის კონტროლი:
- მთავარი ადმინისტრატორი კოორდინაციას უწევს სავაჭრო ცენტრის ტექნიკური მომსახურების პროცესს.
მისი მოვალეობებია:
- ლიფტების, ესკალატორების, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მდგომარეობის მონიტორინგი;
- ელექტრომომარაგების, წყლისა და კანალიზაციის სისტემების ხარვეზების დროული გამოვლენა;
- სახანძრო სიგნალიზაციისა და სხვა უსაფრთხოების სისტემების მომსახურების ორგანიზების კონტროლი;
- ტექნიკური გაუმართაობების აღრიცხვა;
- ტექნიკური სამსახურისთვის დავალებების გადაცემა და შესრულების ვადების მონიტორინგი;
- გეგმური პროფილაქტიკური მომსახურების კალენდრის წარმოების კონტროლი;
- ტექნიკური მომსახურების კონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
- გადაუდებელი დაზიანებისას შესაბამისი სამსახურის დროული გამოძახება;
- სარემონტო სამუშაოებისას სამუშაო ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კოორდინაცია.
- მნიშვნელოვანი გაუმართაობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას და უზრუნველყოს შესაბამისი ზონის გამოყენების შეზღუდვის საკითხის გადაწყვეტა უფლებამოსილ ტექნიკურ ან უსაფრთხოების პირთან ერთად.
- არ ჩაატაროს ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც სპეციალურ კვალიფიკაციას ან უფლებამოსილებას მოითხოვს, თუ ასეთი კვალიფიკაცია და უფლებამოსილება არ გააჩნია.
დასუფთავება, სანიტარიული მდგომარეობა და ნარჩენების მართვა:
მთავარი ადმინისტრატორი ვალდებულია:
- შეადგინოს ან აკონტროლოს დასუფთავების გრაფიკი სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათებისა და დატვირთვის გათვალისწინებით.
- რეგულარულად შეამოწმოს საერთო სივრცეების, სანიტარიული კვანძების, შესასვლელებისა და მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავე.
- უზრუნველყოს ნარჩენების დროული შეგროვებისა და გატანის პროცესის ორგანიზება.
- აკონტროლოს, რომ ნარჩენები არ გროვდებოდეს საევაკუაციო გასასვლელებთან, ტექნიკურ სივრცეებში ან მომხმარებელთა გადაადგილების მარშრუტებზე.
- მოიჯარეებს შეახსენოს მათთვის განსაზღვრული ნარჩენების მართვის წესები.
- დააფიქსიროს განმეორებითი დარღვევები და წარუდგინოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას.
- საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დასუფთავება ხალხმრავლობის, ღონისძიების, ავარიის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების შემდეგ.
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაცია:
მთავარი ადმინისტრატორი თანამშრომლობს დაცვის უფროსთან ან დაცვის სამსახურის პასუხისმგებელ პირთან.
ვალდებულია:
- უზრუნველყოს ინციდენტების შესახებ ინფორმაციის დროული მიღება;
- გააკონტროლოს დაცვის სამსახურის მიერ შეთანხმებული პოსტებისა და პატრულირების ორგანიზების პროცესი, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- კოორდინაცია გაუწიოს მომხმარებელთა ნაკადების მართვას განსაკუთრებული დატვირთვისას;
- უზრუნველყოს ინციდენტების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
- მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების გეგმებისა და ევაკუაციის პროცედურების ორგანიზებაში;
- აკონტროლოს, რომ საევაკუაციო გზები და სახანძრო ტექნიკის მისადგომები არ იყოს ჩახერგილი;
- მოითხოვოს უსაფრთხოების ხარვეზების დროული აღმოფხვრა შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან.
- ინციდენტის, ქურდობის, ძალადობის, ხანძრის ან სხვა საგანგებო შემთხვევისას მთავარი ადმინისტრატორი მოქმედებს კომპანიის საგანგებო პროცედურებისა და შესაბამისი სამსახურების მითითებების შესაბამისად.
- მთავარი ადმინისტრატორი არ ცვლის დაცვის თანამშრომლების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და არ გასცემს ისეთ დავალებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მომხმარებელთა მომსახურება და საჩივრების განხილვა:
მთავარი ადმინისტრატორი პასუხისმგებელია სავაჭრო ცენტრში მომხმარებელთა მომსახურების საერთო ხარისხის მონიტორინგზე.
ვალდებულია:
- მიიღოს მომხმარებელთა საჩივრები და წინადადებები;
- აღრიცხოს განმეორებადი პრობლემები;
- საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს ინფორმაცია დაცვის, დასუფთავების, ტექნიკური სამსახურისა და მოიჯარეებისგან;
- განსაზღვროს საკითხის მოგვარების პასუხისმგებელი პირი;
- გააკონტროლოს რეაგირების ვადები;
- მომხმარებელს მიაწოდოს პასუხი კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
- ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია მომხმარებელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ.
- მომხმარებელთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას თავაზიანობის, მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპები.
- არ უნდა გასცეს კომპანიის სახელით ისეთი დაპირება ან კომპენსაციის შეთავაზება, რომელიც მის უფლებამოსილებას სცდება.
მარკეტინგული ღონისძიებებისა და სავაჭრო ცენტრის პოპულარიზაციის მხარდაჭერა:
მთავარი ადმინისტრატორი თანამშრომლობს მარკეტინგის პასუხისმგებელ პირთან სავაჭრო ცენტრის ცნობადობისა და მომხმარებელთა ნაკადის ზრდის მიზნით.
მისი მოვალეობებია:
- სავაჭრო ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების საოპერაციო კოორდინაცია;
- ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო სივრცეების მზადყოფნის შემოწმება;
- დაცვისა და დასუფთავების გაძლიერებული მუშაობის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში;
- მოიჯარეებისთვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
- სარეკლამო მასალების განთავსების შეთანხმებული წესების დაცვაზე მონიტორინგი;
- მომხმარებელთა ნაკადის, პარკირების დატვირთვისა და საერთო სივრცეების უსაფრთხოების გათვალისწინება;
- ღონისძიების შემდეგ სივრცის მოწესრიგებისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება.
- მთავარი ადმინისტრატორი ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ისეთი ღონისძიებებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც სავაჭრო ცენტრის მიმზიდველობას გაზრდის.
თანამშრომლების მართვა და შიდა დისციპლინა:
- მთავარი ადმინისტრატორი კოორდინაციას უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
ვალდებულია:
- გააცნოს თანამშრომლებს სამუშაო გრაფიკი და მათზე დაკისრებული მოვალეობები;
- გააკონტროლოს სამუშაო დისციპლინის დაცვა;
- შეამოწმოს თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოცხადება და მოვალეობების შესრულება;
- უზრუნველყოს დავალებების მკაფიოდ განაწილება;
- გამოავლინოს თანამშრომელთა საჭიროებები ტრენინგის ან დამატებითი ინსტრუქტაჟის მიმართულებით;
- ხელმძღვანელობას მიაწოდოს ინფორმაცია დისციპლინური დარღვევებისა და სამუშაო პროცესის შეფერხებების შესახებ;
- ხელი შეუწყოს თანამშრომლებს შორის საქმიან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.
- თანამშრომლის დაქირავება, გათავისუფლება, ანაზღაურების ცვლილება ან დისციპლინური ზომის გამოყენება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება:
მთავარი ადმინისტრატორი ვალდებულია აწარმოოს ან უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის წარმოება:
- სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების რეესტრი;
- კომერციული ფართების დაკავებისა და თავისუფალი ფართების რეესტრი;
- ყოველდღიური საოპერაციო პრობლემების ჟურნალი;
- ტექნიკური გაუმართაობებისა და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა;
- დასუფთავებისა და დაცვის მომსახურების მონიტორინგის ჩანაწერები;
- მომხმარებელთა საჩივრებისა და მათი განხილვის რეესტრი;
- ინციდენტების აღრიცხვის დოკუმენტაცია;
- მომწოდებლებისა და მომსახურე კომპანიების საკონტაქტო მონაცემები;
- საოპერაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია;
- ყოველთვიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის.
- ანგარიშგება უნდა იყოს ზუსტი, დროული და დადასტურებულ ფაქტებზე დაფუძნებული.
მთავარი ადმინისტრატორის უფლებები:
მთავარ ადმინისტრატორს უფლება აქვს:
- მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
- მოითხოვოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისგან დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
- მოითხოვოს ტექნიკური ხარვეზების, დასუფთავებისა და უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრა შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან.
- ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სავაჭრო ცენტრის მართვის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის შესახებ.
- მონაწილეობა მიიღოს მოიჯარეებთან სამუშაო შეხვედრებში, საოპერაციო საკითხების განხილვასა და ობიექტის განვითარების დაგეგმვაში.
- დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებიც კომპანიის ქონებას, რეპუტაციას ან ფინანსურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
- მიიღოს გადაწყვეტილებები მისთვის წერილობით ან შიდა დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მთავარი ადმინისტრატორის პასუხისმგებლობა:
მთავარი ადმინისტრატორი პასუხისმგებელია:
- სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის სათანადო კოორდინაციაზე;
- მისთვის დაკისრებული დავალებების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
- მოიჯარეების საკითხებზე სათანადო რეაგირებაზე;
- ტექნიკური, სანიტარიული და უსაფრთხოების ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროულ გადაცემაზე;
- მის პასუხისმგებლობაში არსებული დოკუმენტაციის სიზუსტესა და კონფიდენციალურობაზე;
- კომპანიის ქონების მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენაზე;
- მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
- პრობლემების დამალვის, ანგარიშგების გაყალბების ან სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის დაუშვებლობაზე.
- პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულებისა და კომპანიის შიდა წესების შესაბამისად.
საბოლოო დებულებები:
- წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობრივი მოვალეობების განსაზღვრის საფუძველს.
- მთავარი ადმინისტრატორის დაქვემდებარება, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, ბიუჯეტის მართვის ფარგლები და ანგარიშგების პერიოდულობა განისაზღვრება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ.
- ინსტრუქციაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს კომპანიის საოპერაციო საჭიროებებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: iberiastargroup@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595385050
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
