ალფა
გაყიდვებისავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- 1 - 2 წლამდე
სრული აღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ალფა", რომელიც წარმოადგენს პირველადი მოხმარების პროდუქტის ცნობილი ბრენდების (ბარაქა და ივერია) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) ჰორეკას თანამდებობაზე, ზეთების და ბურღულეულის მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
- სამოტივაციო ბონუს
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება.
- მართვის მოწმობა
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
- უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით და ვაკანსიის დასახელებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:dato@alfaltd.ge ან beraia.vazha@mail.ru tel: 577 324 336 ან 555593891
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
