სავაჭრო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა
- ბენეფიტები
- სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი) · სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას · კორპორატიულ მობილურ ნომერს
სრული აღწერა
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესელერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი;
- შეკვეთების გაფორმება და მათი დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
- ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტთა ქსელის გაფართოება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორ განლაგებაზე ზრუნვა;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
- სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მათემატიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
- სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ მობილურ ნომერს;
- ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: hr@dls.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
