სავაჭრო წარმომადგენელი
- ანაზღაურება
- 2 000–4 000 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B-ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB, VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე:
KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)
ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა (რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხვადასხვა).
UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუალებებს. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით " DOVE" რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- ჯამურ ანაზღაურებას - 2000-4000 ლარამდე
- ფიქსირებულ ხელფას - 2000 ლარს
- გეგმის შესრულების ბონუს და სამოტივაციო ბონუს - 2000 ლარი
- საწვავით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
- ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- საკუთარი ავტომობილი
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- კომუნიკაბელურობა
- წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
- დარწმუნების უნარი
- მიზანდასახულობა
- ურთიერთობის დამყარების უნარი
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
- კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
- მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის
- მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
- ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან
- ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gisi.ge
შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. " ქ. ბათუმში, თბილისის რეგიონის ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს ჯისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "ჯისი"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება;
- შპს "ჯისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

