სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე. ორშ–პარ · 08:30-დან - 17:00-მდე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,საწვავის ხარჯების ანაზღაურება
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია"აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე (საველე/ადგილზე შემოწმება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 08:30-დან - 17:00-მდე
ანაზღაურება: 1500ლ
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების ვიზიტი: დადგენილი გეგმისა და მარშრუტის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების ადგილზე რეგულარული მონახულება.
- პლანოგრამის კონტროლი: სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განთავსების (პლანოგრამის) სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
- მარაგების მონიტორინგი: ობიექტზე შეტანილი და თაროზე არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების კონტროლი.
- ვარგისიანობის ვადების კონტროლი: პროდუქციის სარეალიზაციო ვადების რეგულარული შემოწმება.
- თაროების წესრიგის უზრუნველყოფა: პროდუქციის ეფექტიანი წარმოდგენისა და თაროების ვიზუალური მოწესრიგებულობის კონტროლი.
- შედეგების დოკუმენტირება: მონიტორინგის შედეგების წერილობითი აღწერა და შესაბამისი ფოტოფიქსაცია.
- მონაცემთა დამუშავება: ფოტომასალისა და მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია.
- ანგარიშგება: უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ინსპექტირების რეპორტების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ტრანსპორტი: პირადი ავტომობილის ყოლა;
- პროგრამული უნარები: MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- ავტომობილის საწვავი;
- კორპორატიული ნომერი;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@ilgeorgia.ge ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "აისლენდ ჯორჯიას" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- საკუთარი ტრანსპორტი
- კი (მსუბუქი ავტომობილი)
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

