საუზმის მზარეული
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2, 07:00-16:00
- მისამართი
- თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
სრული აღწერა
Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ადამიანს საუზმის მზარეულის პოზიციაზე!
თუ გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, ესთეტიკურად გაფორმება და სტუმრებისთვის სასიამოვნო დილის შექმნა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00
- ანაზღაურება: 1400 ლარი
- კვებით უზრუნველყოფა
- უნიფორმით უზრუნველყოფა
- დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
- ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
- კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
- კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
- მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
- სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
- სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
- სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 549 152.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

