საუზმის მზარეული
- ანაზღაურება
- 1 300 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ორთაჭალა, გ. ნიკოლაძის ქ. 15
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალში მდებარე 23 - ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება და ლამაზად გაფორმება უყვარს!
სამუშაო პირობები
● სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 g.co — ბმულის გახსნა
● სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
● ანაზღაურება: 1300 ლარი
● კვებით უზრუნველყოფა
● უნიფორმით უზრუნველყოფა
● დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
● ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
● ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
● კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
● კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა ;
● მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
● სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
● სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
● სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები
● მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
● სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
● კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
● სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი;
● ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე : hr@reedtbilisi.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მზარეული, მცხობელი, დამხმარე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
