საუზმის მიმტანი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოგიდგენილია ახალი ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.
Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები.
ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და პროფესიონალური მომსახურება
- მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- შეკვეთების მიღება და მათი დროული გადაცემა სამზარეულოში
- სუფრების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა
- სტუმრების მოთხოვნებსა და შენიშვნებზე ოპერატიული და თავაზიანი რეაგირება
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
- მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში
- ანაზღაურება - 1000 ლარი
რას ველით თქვენგან:
- მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა;
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- უცხო ენების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@indigobatumi.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1000
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

