განათლების ცენტრი LEAFსაუნივერსიტეტო მრჩეველი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 24 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
შპს განათლების მართვის ჯგუფი - განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩევლის (College Counselor) პოზიციაზე.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი
შერჩეული კანდიდატის ფუნქცია/მოვალეობები:
- უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების მოძიების მიზნით სამაგიდო კვლევის (Desk Research) ჩატარება;
- უნივერსიტეტისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოგროვება;
- ცენტრის მოსწავლეების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება;
- ესებისა და CV-ის მომზადებაში დახმარება.
- უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან ინტერვიუსთვის მომზადება;
- უცხოელ სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაკეთებაში დახმარება;
- უცხოელ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაში დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
- საერთაშორისო და ქართული საგანმანათლებლო სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs) გამოყენება;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- პუნქტუალურობა;
- შემოქმედებითობა;
- დროის მართვა;
- სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
- შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.
შერჩევის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaf.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2026
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
