საწყობის უფროსი სპეციალისტი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- მისამართი
- სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა
- მთავარი მოთხოვნა
- საწყობის მიმართულებით სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა
სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური და სხვა სახის მარაგების მიღების, ოპტიმალურად დასაწყობებისა და აღრიცხვის პროცესების მართვა;
- საწყობში არსებული გამოუყენებელი ინვენტარის ჩამოწერის/რეალიზაციის ინიცირება და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- შიდა პროცედურის მიხედვით, საწყობში სამედიცინო და არასამედიცინო მარაგების ნაშთების/ვადების კონტროლი;
- დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და სტატუსების მართვა;
- ყოველდღიურად Rs.ge - ზე ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ამოღება/გადამოწმება;
- პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით);
- აუცილებელია საწყობის მიმართულებით სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- Rs.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
- Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

