საწყობის თანამშრომელი / პროდუქციის დამხმარე მაღაზიაში
- ანაზღაურება
- 1 700–2 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00–18:00
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
საწყობის თანამშრომელი / მაღაზიის დამხმარე — კვადრო და მოტოტექნიკა
კვადრო და მოტოტექნიკის მაღაზია GRED MOTO
📍 მისამართი: კახეთის გზატკეცილი 159, აეროპორტის ხიდებთან
ვეძებთ არა უბრალოდ დამხმარეს, არამედ აქტიურ, პასუხისმგებლიან და სწრაფ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საქმის დანახვა და შესრულება მუდმივი მითითებების გარეშე.
ანაზღაურება:
1700 ლარი ფიქსირებული +პრემიალურები,
მნიშვნელოვანია:
პროფესიონალი მექანიკოსი ან ხელოსანი არ არის საჭირო — სამუშაოს ადგილზე გასწავლით.
თუმცა აუცილებელია ინსტრუმენტებთან საბაზისო შეხება და ელემენტარული ტექნიკური აზროვნება. თუ ხელში ინსტრუმენტი პრაქტიკულად არასდროს გჭერიათ, ეს ვაკანსია თქვენთვის არ არის.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ყუთებიდან პროდუქციის ამოღება და კვადროციკლების მარტივი დეტალების აწყობა;
- ხელის ინსტრუმენტებით მუშაობა;
- პროდუქციის მოწესრიგება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება;
- საჭირო საქმის დამოუკიდებლად დანახვა და შესრულება — ყოველ ნაბიჯზე მითითების მოლოდინის გარეშე;
- მომხმარებელთან ნორმალური და თავაზიანი კომუნიკაცია;
- პროდუქციის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება და მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. ტექნიკურ დეტალებს ადგილზე გასწავლით.
ვის ვეძებთ:
- პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ ადამიანს;
- სწრაფ და ენერგიულ ადამიანს;
- ადამიანს, რომელიც ერთხელ ახსნილ დავალებას იმახსოვრებს და ასრულებს;
- ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება მუდმივი კონტროლი;
- ვისაც შეუძლია ინსტრუმენტების გამოყენება ან სწრაფად სწავლობს;
- ვისაც შეუძლია მომხმარებელთან თავისუფლად და კულტურულად საუბარი;
- ადამიანს, რომელსაც ნამდვილად უნდა მუშაობა და შედეგის ჩვენება.
ეს სამუშაო არ შეგეფერებათ, თუ:
- მუდმივად გჭირდებათ შეხსენება, რა უნდა გააკეთოთ;
- ხშირად აგვიანებთ ან სამუშაო გრაფიკის დაცვა გიჭირთ;
- მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის გაკეთება გინდათ და დანარჩენში ჩართვა არ გსურთ;
- არ მოგწონთ აქტიური სამუშაო და გირჩევნიათ მშვიდად დაელოდოთ დავალებას;
- ინსტრუმენტებთან მუშაობა საერთოდ არ გინდათ.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00
კვირაში 1 დღე დასვენება.
პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობს.
კანდიდატის შერჩევა:
პირველ ეტაპზე არ დარეკოთ.
მოგვწერეთ WhatsApp-ზე ნომერზე:
📱 +995 555 86 88 66
შეტყობინება დაიწყეთ სიტყვით „MOTO“ და მოგვწერეთ მოკლედ:
- თქვენი სახელი და ასაკი;
- რომელ უბანში ცხოვრობთ;
- რა გამოცდილება გაქვთ ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან, აწყობასთან ან მსგავს სამუშაოსთან;
- რატომ ფიქრობთ, რომ ამ სამუშაოს კარგად გაუმკლავდებით;
- როდის შეგიძლიათ მუშაობის დაწყება.
იმ კანდიდატებს, რომელთა გამოცდილება და პასუხები შეესაბამება ვაკანსიას, თავად დავუკავშირდებით.
გასაუბრების დროს იქნება მარტივი პრაქტიკული დავალებაც, რათა დავინახოთ რამდენად თავისუფლად მუშაობთ ინსტრუმენტებთან და რამდენად სწრაფად ითვისებთ ახალ დავალებას.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- ლოჯისტიკა, საწყობი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
