საწყობის თანამშრომელი-მტვირთავი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მტვირთავის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- ოფისებში და საწყობში ინვენტარის გადაადგილება-დალაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და განთავსება მენეჯერის დავალების შესაბამისად;
- შესყიდული პროდუქციის მიღება, დოკუმენტის მიხედვით მითვლა და საწყობში დალაგება სახეობების მიხედვით, მარაგში არსებული ნაშთების პერიოდული გადათვლა და სამეურნეო სამსახურის მენეჯერისთვის წარდგენა;
- მოთხოვნის შესაბამისად საოფისე ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების საწყობიდან ოფისებში გადატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება) და ჩაბარება მიმღებზე;
- გენერატორებში საწვავის ავზის შევსება საწვავით;
- სასმელი წყლის დისპანსერების მომსახურება, წყლის ბალონების ჩანაცვლება;
- ოფისებში სხვდასხვა მცირე დაზიანებების აღმოფხვრა: სავარძლის დაზიანებული დეტალის შეცვლა, ავეჯის დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა, ნათურის გამოცვლა, ონკანის კარტრიჯის შეცვლა, (ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების მოხმარება როგორიცაა: ბურღი; კუთხსახეხი; სახრახნისი, ქანჩის გასაღები და ა.შ.);
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: www.linkedin.com — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი-მტვირთავი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

