საწყობის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 400–1 500 ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #199
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
სრული აღწერა
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც 27 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ.თბილისი.
მისამართი: ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #199
ანაზღაურება: 1400 -1500 ლარი ზრდის პერსპექტივით
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- კომპანიის ხარჯზე სამუშაო საათებში ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მიღებაში, დალაგებაში და შეკვეთების აგროვებაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
- სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
- საწყობში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
სასურველი უნარ–ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
- პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2026 წლის 02 დეკემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,საწყობის თანამშრომელი"
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1400 - 1500
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, სხვა, ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

