საწყობის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქციები:
- საწყობში საქონლის მიღება
- პროდუქციის დასაწყობება
- კონტრაქტორი ორგანიზაციების შეკვეთების შესაბამისად მათთვის მისაწოდებელი საქონლის მომზადება
- ტრაილერის დაცლა (თანხა გეხდებათ დამატებით)
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ენერგიულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: v.mezvrishvili@libogroup.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
