საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №48
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო კომპანია GFLEX აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებენ საწყობის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
სამუშაო პირობები:
პოზიცია: საწყობის თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №48
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ფორმა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულება
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ამანათების მიღება, შემოწმება და აღრიცხვა;
- ამანათების დახარისხება და შესაბამის სასაწყობე სივრცეში განთავსება;
- ამანათების შეფუთვა და მომზადება გასაცემად;
- საწყობის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და განახლება;
- საწყობში წესრიგისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა;
- გუნდთან კოორდინირებული მუშაობა ყოველდღიური პროცესების შეუფერხებლად წარმართვისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწყობის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: HR@gflex.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
შემოუერთდი GFLEX-ის გუნდს და განვითარდი ჩვენთან ერთად!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1200
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

