საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
სრული აღწერა
ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტების შესაბამის საწყობში.
ძირითადი მოვალეობები:
- ფარმაცევტული პროდუქციის მიღება, განთავსება და გაცემა დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- შეკვეთების მომზადება და შეფუთვა;
- პროდუქციის რაოდენობის, შეფუთვის მთლიანობისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
- პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და ჰიგიენის მოთხოვნების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფარმაცევტულ საწყობში მუშაობის გამოცდილება და GDP-ის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: rati@mermisi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის თანამშრომელი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
