საწყობის თანამშრომელი
- მისამართი
- ბელიაშვილის 43ა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი, 40 საათიანი სამუშაო კვირა
სრული აღწერა
კომპანია „ვინ ვინ“, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.
შპს „ვინ ვინ“ არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც გთავაზობთ სილამაზის სალონის ინვენტარის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. კომპანია ორიენტირებულია პროცესების ოპტიმიზაციაზე და ტექნოლოგიების დანერგვაზე. კომპანიას გამოარჩევს თანამშრომლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და მათზე ზრუნვის კულტურა.
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 43ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება:
. ფიქსირებული 1650 ლარი და ბონუსი გაყიდვების მიხედვით (საშუალოდ 150-200 ლარიდან)
· ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება დამატებით
საწყობის თანამშრომლის ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები:
· საწყობში პროდუქციის მიღების და გაცემის პროცესების განხორციელება შესაბამისი პროცედურითა და სიზუსტით
· პროდუქციის სეგმენტური ან სრული ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად
· საწყობებში ჰიგიენური და სტრუქტურული წესრიგის უზრუნველყოფა
· კომპანიის კუთვნილი ავტომობილით (ფორდ ტრანზიტი) პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობებს შორის, საჭიროების შემთხვევაში
· ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
· მართვის მოწმობის B კატეგორია, მექანიკის (ფორდ ტრანზიტი) მართვის გამოცდილება აუცილებელია
პერსონალური უნარები:
· მოწესრიგებულობა
· დეტალების მართვის უნარი
თანამშრომლის სარგებლის სისტემა
· ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი
· დასვენების დღე საკუთარ დაბადების დღეზე
· 24 დღიანი შვებულება და 4 დამატებითი თავისუფალი დღე
· კორპორატიული შეკრებები - 6 თვეში ერთხელ (გუნდის წევრების დაფასების და მათდამი მადლიერების ღონისძიებები)
· ხელფასის ყოველწლიური ზრდა სტაჟის და ქვეყანაში არსებული ინფლაციის
მიხედვით
· თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პირადი საქმეებისთვის, გონივრული ვადით განთავისუფლების შესაძლებლობა
· შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
· საპენსიო ფონდში ფიზიკური პირის მიერ განსახორციელებელ აუცილებელ შენატანს იხდის კომპანია
· მეგობრული და სტრესისგან თავისუფალი გარემო
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვინ ვინ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

