გოლდ პაკი
ლოჯისტიკასაწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ჭყონდიდლის 56
- სამუშაო გრაფიკი
- და ანაზღაურება:
სრული აღწერა
შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 1500-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- შემოსული შეკვეთების გამზადება, შესაბამისი ზედნადებების მიხედვით აგროვება და მანქანაში სწორად დატვირთვა.
- საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერა, აღრიცხვა და დასაწყობება;
- საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- საწყობში პროდუქციის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-დან 17:00-მდე, ან ნახევარი განაკვეთი - 09:00-დან 13:00-მდე ან 13:00-დან 17:00-მდე;
- ანაზღაურება: სრული განაკვეთი - 1500 ლარი; ნახევარი განაკვეთი - 750 ლარი;
- ადგილმდებარეობა - თბილისი, ჭყონდიდლის 56.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com. გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
