საწყობის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი, აგლაძის ქ.59
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობა B, B1
- ბენეფიტები
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს · მეგობრულ გუნდს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.
გაგვიცანი უფრო ახლოს: uap.ge — ბმულის გახსნა
ამჯერად, გუნდში საწყობის თანამშრომლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს შემოუერთდე მეგობრულ გუნდს, ეს ვაკანსია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აგლაძის ქ.59
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება-დასაწყობება;
- პროდუქციის აგროვება შემოსული შეკვეთის მიხედვით და შემდეგ ფილიალებში განაწილება კომპანიის ავტომობილით;
- ჩაბარებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
- საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- აუცილებელია მართვის მოწმობა B, B1.
ჩვენ გთავაზობთ:
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მზარდ ანაზღაურებას;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: info@usaautoparts.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
