საწყობის თანამშრომელი
- მისამართი
- თბილისი, წერეთელის #140
სრული აღწერა
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელის #140
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
ფიზიკური სამუშაოს შესრულებით
v პროდუქციის მისაღებად საწყობის მოწესრიგება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა;
v მოდელების მიხედვით შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
v პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა დადგენილი წესების შესაბამისად;
v მომხმარებლებზე პროდუქციის დროული გაცემა;
v საწყობში საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება,
v საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლში მონაწილეობის მიღება;
v დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
v სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.
კვალიფიკაცია და ძირითადი უნარები:
v საბაზისო განათლება
v სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობში;
v პასუხისმგებლობა
v დეტალებზე ორიენტირებულობა;
v ფიზიკური გამძლეობა და აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
v გუნდში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ
v სტაბილური სამუშაო გარემო;
v კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის თანამშრომელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
