საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 9 ნოებოლო ვადა: 8 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით;
- შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად;
- საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია);
- საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა);
- ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია;
- სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა;
- კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 40 90 25
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 - 2000
- განათლების დონე(ები)
- სხვა, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
