საწყობის თანამშრომელი
- მისამართი
- მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
- ბენეფიტები
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე · დაზღვევას · კვებას
სრული აღწერა
საბოლოო თარიღი
28 ნოე. 2026
მისამართი
თბილისი , პეკინის 1.
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
ვაკანსიის აღწერა
„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- აკონტროლოს მთავარი საწყობი მარაგის მიხედვით;
- აკონტროლოს მთავარი საწყობის მარაგები პროდუქტის ვადიანობის მიხედვით;
- აცნობოს შესყიდვების აგენტს და მენეჯერს იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა ვადა 3 თვეზე ნაკლებია;
- მიიღოს, მიითვალოს, დაასაწყობოს საქონელი მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის ფორმის (P.O) საფუძველზე (გარდა სატესტო ან/და ახალი პროდუქციისა);
- შეამოწმოს და აკონტროლოს მიღებული პროდუქციის ხარისხი;
- პროგრამულად ასახოს მიღებული საქონელი შეკვეთის ფორმის (P.O) მიხედვით, პროდუქციის მიღების დღეს;
- შეადაროს სასაქონლო ზედნადები და შეკვეთის ფორმა (P.O) ერთმანეთს ერთეულის ფასის და მოწოდებული რაოდენობის მიხედვით. სხვაობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნოს იგი შეკვეთის ფორმაზე (P.O);
- უზრუნველყოს საწყობის სისუფთავე და არსებული პროდუქციის ორგანიზებული განლაგება;
- ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმოს მთავარი საწყობის მაცივრების, საყინულე მაცივრების, დახლ-მაცივრების გამართული მუშაობა;
- პროგრამულად ასახული, ხელმოწერილი სასაქონლო ზედნადები გადასცეს ფინანსურ დეპარტამენტს, პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში;
- მთავარი საწყობიდან გასცეს პროდუქცია მხოლოდ პროგრამულად დახურული მოთხოვნილი ფორმის მიხედვით;
- ყოველი თვის ბოლო რიცხვში აღწეროს მთავარი საწყობი;
- იმოქმედოს როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:
კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
