საწყობის თანამშრომელი
- ქალაქი
- დიდუბის ფილიალი
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში, დიდუბის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას:
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება/განთავსება;
- მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;
- მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;
- ტრაილერის დაცლა;
- შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- კომუნიკაბელური;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის თანამშრომელი (დიდუბის ფილიალი), ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

