საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 8 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 ან/და 11:00-19:00 (დასვენება 2 დღე)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე · დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
სრული აღწერა
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ლოკაცია: დიღომი
გრაფიკი: 10:00-18:00 ან/და 11:00-19:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
- დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
- FITPASS
- კარიერული წინსვლა
მოვალეობები:
- პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა („თაგის“ დამაგრება, საკიდზე განთავსება და დაუთოვება)
- კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დარბაზში გასატანად მომზადება
- საწყობიდან დარბაზში პროდუქციის დამატება, სექციის, კატეგორიის, ბრენდების და ზომების მიხედვით განლაგება.
- საწყობში განთავსებული ინვენტარის (საკიდები, მარკეტინგული მასალა, რეილები, კედლის საკიდები და თაროები) მოწესრიგება და დახარისხება
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
