საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00, ორშ–პარ
- ბენეფიტები
- კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება
სრული აღწერა
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- ალუმინის პროფილებისა და აქსესუარების მიღება, რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება.
- პროდუქციის სწორად განთავსება, მარკირება და შენახვა.
- შეკვეთების მიხედვით პროდუქციის შერჩევა, დაკომპლექტება და გაცემა.
- მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში ან დოკუმენტაციაში.
- საწყობის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.
- პროდუქციის დაზიანებისა და დანაკარგების თავიდან აცილება.
- საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სწრაფად სწავლის უნარი
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
