Infinity Ventures Holding
ლოჯისტიკასაწყობის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 30 სექბოლო ვადა: 30 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, წერეთელი, სტანისლავსკის 1
სრული აღწერა
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
- ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00;
- ლოკაცია: თბილისი, წერეთელი, სტანისლავსკის 1;
- დაზღვევა და ფიტპასი;
- თანამშრომელთა კლუბები; ფეხბურთი, პადელის, კარტინგების, ხელოვნება;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- საწყობის მართვა (საცალო ვაჭრობა);
- საწყობში საქონლის მიღება, მათი რაციონალური განთავსება და გაცემა;
- დასაწყობებული საქონლის მიღებისა და გაცემის ოპერაციების 1C პროგრამაში აღრიცხვა;
- სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება, 1 წლამდე;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
