მაქსთერმი
ლოჯისტიკასაწყობის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის 149
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
სრული აღწერა
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის დაცლა, ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
- მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;
- გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;
- მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა.
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
- სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
- ხელფასი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
