საწყობის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 18 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- მისამართი
- სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა
- მთავარი მოთხოვნა
- საწყობის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა
სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური და სხვა სახის მარაგების ჩაბარება, საწყობში განლაგება და აღრიცხვა;
- საწყობში შემოსული პროდუქციის პროგრამული გატარება;
- ყოველდღიურად Rs.ge-ზე ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ამოღება და გადამოწმება საჭიროებიდან გამომდინარე, დოკუმენტაციის ატვირთვა;
- დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და სტატუსების მართვა;
- პროდუქციის ვადების მკაცრი კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით);
- აუცილებელია საწყობის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- Rs.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
- Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება




