საწყობის ოპერაციების სუპერვაიზერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- მისამართი
- 20 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
- განაკვეთი
- Full time
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
MBG Rent ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე
სტანდარტების სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. გარდა
ამისა მომხმარებელს სთავაზობს ალმასური ჭრის მომსახურებას.
ემბიჯი რენთი ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს 2000-ზე მეტ პირთან, კომპანიის დამოკიდებულება
მომხმარებელთან ჯანსაღ, მეგობრულ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ეფუძნება.
კომპანია ორიენტირებულია, მომხმარებლის საჭიროებებზე
და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვთავაზობთ მეგობრულ
და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
კომპანია MBG Rent MBG Rent აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.თვალჭრელიძის 20
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება
:
2000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბალანსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება-
აუცილებელი;
- საწყობში ან ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის
გამოცდილება;
- თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზების მართვის პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
- ბალანსის პროგრამაში
საწყობის ოპერაციების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- მანქანების დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესის ორგანიზება
და კონტროლი;
- საწყობში მასალებისა და ინვენტარის სწორად განთავსებისა და დალაგების
კონტროლი;
- საწყობის თანამშრომლებისთვის სამუშაოს გადანაწილება
და შესრულების კონტროლი;
- საწყობიდან გასაცემი მასალებისა და ინვენტარის შესაბამისობის
კონტროლი;
- საწყობის ნაშთების კონტროლი და ბალანსში მონაცემების სიზუსტის
უზრუნველყოფა;
- საწყობის ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი
და წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი
აზროვნება;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების
განსაზღვრის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის
უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ
(CV)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
MBG Rent MBG Rent მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
