საწყობის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
კომპანია "გზავნილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
"გზავნილი" უკვე 12 წელია მომხმარებლის ნდობით სარგებლობს. კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ამანათების ჩამოტანასა და კართან მიწოდებას უზრუნველყოფს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში შემოსული ამანათების მიღება და აღრიცხვა;
- მომხმარებლებისთვის ამანათების გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
- შემოსული ამანათების ჩამოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
- რეგიონებში გასაგზავნი ამანათების შერჩევა, მომზადება და გაცემა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: gzavnili.jobs@gmail.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის ოპერატორი.
განცხადების მიღების ვადა: 30 ნოემბერი.
კომპანია "გზავნილი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
