საწყობის ოპერატორი
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი #19
- ბენეფიტები
- საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლადი გრაფიკი, 09:00-18:00 / 13:00-22:00 დასვენება 2 დღე
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი გრაფიკი, 09:00-18:00 / 13:00-22:00 დასვენება 2 დღე
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი #19
ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქონლის შესყიდვის პროცესის ადმინისტრაციული ნაწილის უზრუნველყოფა და კორექტირების დოკუმენტების რეგისტრირება პროგრამაში; (WMS / ERP)
- საწყობიდან მაღაზიათა ქსელში საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია სისტემაში; (WMS / ERP)
- პროდუქციის დაბრუნებების ფაქტობრივი და პროგრამული დოკუმენტაციის შედარება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების შეტანა;
- სავაჭრო ობიექტების მოთხოვნის ფორმების ამობეჭდვა და საწყობისთვის მიწოდება განაწილების პროცესის დასაწყებად;
- საწყობისთვის ჯამური შეკვეთის დამუშავება, შესაბამის ფორმაში მოქვევა და ამობეჭდვა.
- უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით სხვადასხვა რეპორტების გაკეთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- MS Office (Word, Excel);
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის ოპერატორი - ქუთაისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

